ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფასებს.
დღეს პროტესტის 312-ე დღეა, ჩვენი ბრძოლა მართალია და ის გრძელდება - ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე მთავარი პასუხისმგებელი ივანიშვილის პარტიაა, ის მას თავს ვერც აარიდებს და ვერც სხვას გადააბრალებს, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს.
დამხობის მცდელობა ჩავარდა- 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ 5-ჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” იმარჯვებს.
უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე - ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.
