January 16, 2026

იანვარი 31 2023 წაკითხვა 400 ჯერ

მე მგონია, რომ პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს. აბსურდული განცხადებები, რასაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვისმენთ, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

იანვარი 31 2023 წაკითხვა 416 ჯერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, შესაბამისი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს.

იანვარი 31 2023 წაკითხვა 737 ჯერ
 
 მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულო 500-ზე მეტმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ვივამედთან“ განაცხადა.
იანვარი 31 2023 წაკითხვა 469 ჯერ

ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, გააკეთა განცხადება, რომ აპირებდა მოსვლას პოლიტიკაში, მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, პოლიტიკური პარტიების არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები თუ როგორ სრულდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

იანვარი 31 2023 წაკითხვა 498 ჯერ

ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ აზრს, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

იანვარი 31 2023 წაკითხვა 429 ჯერ

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ განაცხადა.

გვერდი 370 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.