ივნისი 14 2019 წაკითხვა 3021 ჯერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს.

 


მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

 


"მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ოხანაშვილმა.


გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

ივნისი 13 2019 წაკითხვა 1077 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე პოლიციის ორი გენერალი გადააყენა. მათი გადაყენება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითხოვა.

ივნისი 13 2019 წაკითხვა 1257 ჯერ

საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა, ბევრია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება,

ივნისი 12 2019 წაკითხვა 1257 ჯერ

თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

ივნისი 12 2019 წაკითხვა 1975 ჯერ

"საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება.

ივნისი 12 2019 წაკითხვა 1202 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

გვერდი 736 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.