May 26, 2026

ივნისი 11 2022 წაკითხვა 628 ჯერ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.

ივნისი 10 2022 წაკითხვა 591 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზებს ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ. ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, სადაც ის აფხაზებთან გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად აფხაზეთს შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.

ივნისი 10 2022 წაკითხვა 523 ჯერ

არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.

ივნისი 10 2022 წაკითხვა 524 ჯერ

ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ივნისი 09 2022 წაკითხვა 564 ჯერ

"არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა," - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუცია.

ივნისი 09 2022 წაკითხვა 515 ჯერ

„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას შეეხებოდა.

გვერდი 452 სულ 743
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.