May 26, 2026

მაისი 30 2022 წაკითხვა 542 ჯერ

საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე.

მაისი 30 2022 წაკითხვა 743 ჯერ

ზაალ უდუმაშვილი პარტია „ნაცონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტის წევრის მანდატსაც ტოვებს.

მაისი 30 2022 წაკითხვა 557 ჯერ

ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება,

მაისი 30 2022 წაკითხვა 528 ჯერ

იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. ეს არის დაკვეთა საზოგადოების - შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული.

„ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში. როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას.

ფაქტია, რომ როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების გამეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მაისი 30 2022 წაკითხვა 551 ჯერ

რადიკალური ოპოზიციის გათვლით, ივნისის ბოლოს საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გვერდი 455 სულ 743
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.