„პატრიოთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას კასრების კადრების საზოგადოებისთვის ჩვენებისკენ მოუწოდებს.
იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას.
გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, მაგრამ სანამ ქვეყანა სიღარიბის საბოლოო დაძლევას მიაღწევს, სახელმწიფო მაქსიმალურად ფოკუსირებული იქნება სოციალური დაცვის ფუნქციებზე.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.
„ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
საქართველოს პარლამენტში გახარიას მთავრობის მოსმენაზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმღერა "გახარიას უხარია" ჩართო და 20-21 ივნისის აქციაზე რუსთავი 2-ის გადაღებული კადრები გაუშვა.
