"მე არსად წასვლას არ ვაპირებ - თქვენ დაგასრულებთ"- გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“
.„მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ - მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.
გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია არიან და 2020 წელს დარჩებიან ქუჩაში.
„ის, რაც ახლა აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე - ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.a
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
