ივნისი 05 2025 წაკითხვა 485 ჯერ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში დღეს არსებული მოცემულობის პირობებში ეწინააღმდეგება ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან თავის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და დაასახელა რამდენიმე მიზეზი.

ივნისი 05 2025 წაკითხვა 605 ჯერ

,,მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

ივნისი 05 2025 წაკითხვა 368 ჯერ

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ივნისი 05 2025 წაკითხვა 368 ჯერ

იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,  თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივნისი 05 2025 წაკითხვა 340 ჯერ

ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ივნისი 05 2025 წაკითხვა 201 ჯერ

ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

გვერდი 75 სულ 717
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.