“რაც უფრო უსამართლოდ ძლიერდება ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, მით უფრო იზრდება ქართველი ხალხის იმუნიტეტი სამშობლოს დასაცავად” - გურამ მაჭარაშვილი
“ადრე თუ ცოტას მაინც ფუთავდნენ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და რადიკალურ პროცესებს, ახლა უკვე პირდაპირ და საჯაროდ ამბობენ. ეს არის ის ინსტიტუტები, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი “მაკკეინის ინსტიტუტის” განცხადებას.
მისივე თქმით, ეს ინსტიტუტი საზოგადოებას ახსოვს იმით, რომ მისი დირექტორი საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
“მაკკეინის ინსტიტუტი” ქართულ საზოგადოებაში ცნობილია იმით, რომ მისმა ხელმძღვანელმა პირდაპირ მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, რომ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართულიყო საქართველო რუსებთან. მართალია, რუსეთი დაიწყებდა ომს, მაგრამ ქალბატონი ფარკასის განმარტებით, რომელიც გახლდათ “მაკკეინის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, 10-დან 20 ათასამდე ქართველი დაიხოცებოდა და მეტი არა და რომ, თურმე, საქართველომ უნდა აწარმოოს ომი რუსეთთან მიმართებით. ეს არის მისი ცნობილი და საჯარო სიტყვები, სამწუხაროდ.
ამიტომ, სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი ეს სკანდალური მაგალითი, რომ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ინსტიტუტი ლობისტობას ეწეოდა. ადრე თუ ცოტას მაინც ფუთავდნენ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და რადიკალურ პროცესებს, ახლა უკვე პირდაპირ და საჯაროდ ამბობენ. ეს არის ის ინსტიტუტები, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიან – რომ რაც უფრო უსამართლოდ ძლიერდება ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, მით უფრო იზრდება ქართველი ხალხის იმუნიტეტი სამშობლოს დასაცავად,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “მაკკეინის ინსტიტუტის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან მიღებული ნახევარმილიონიანი დაფინანსება მთელ მსოფლიოში პოლიტიკური პატიმრებისა და მძევლების გათავისუფლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას მოემსახურება. გამოყოფილია მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც ინსტიტუტი ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. მის გვერდით გამოყოფს შემდეგ საქმეებს: ხესუს არმასი – ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მარია კოლესნიკოვა – ბელარუსი აქტივისტი და აშშ – ისრაელის მძევლები ღაზაში. გამოყოფენ კიდევ ერთ ნაწილს, სადაც “მაკკეინის ინსტიტუტი” აღნიშნავს, რომ ანალოგიურად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის ჰქონდა მისჯილი სამ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.
სიახლეები
- კოლუმბიაში ტერორისტულ აქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა
- “შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება ომის დანაშაულია” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
- “ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს” - ნინო ფოჩხუა
- პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა