წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აგვისტოს ომის 17 წელთან დაკავშირებით განაცხადა.
„2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა.
ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ, „- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
