რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
სიახლეები
- „ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“
- "კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს" - შალვა პაპუაშვილი
- "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა" - BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 ოქტომბრისთვის
- უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი
