,,აქციის მონაწილეებს, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა"- ვაჟა სირაძე
მ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა და ადგილზე რჩებიან პოლიციის დანაყოფები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
“პოლიციის მხრიდან აქციის მიმდინარეობის პერიოდში გაფრთხილება მოხდა, აქციის მონაწილეებს, განემარტათ კანონი და ასევე მოვუწოდეთ მათ, რომ დამორჩილებოდნენ კანონს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და აღეკვეთათ მისი სამართალდარღვევა, რასაც სჩადიოდნენ. ასევე, მიეცათ მათ გონივრული ვადა, მაგრამ არ დაემორჩილნენ პოლიციას. მასმედიის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა ეს გარკვეული ფაქტები, რომლებშიც სისტემატურად პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას და შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და აქციის მონაწილეები გამოყვანილ იქნა იმ ტერიტორიიდან, სადაც მათ აღმართული ჰქონდათ სხვადასხვა სახის ბარიკადი.
ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა და ადგილზე რჩება პოლიციის დანაყოფები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
აქციაზე რამდენიმე პირი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.
მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ.
ამ ეტაპისთვის, პირველი ეტაპი, რაც განვახორციელეთ, მოხდა შესაბამისი ბარიკადებისა და იმ კონსტრუქციების ალაგება სავალი გზის ნაწილიდან, რომელიც განთავსებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი,“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება