ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”
“სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა”, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში 7 ივნისს განაცხადა, ერთი დღით ადრე კი ბარციცი რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს მოსკოვში ეახლა, სადაც ყურადღება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითებზე გამახვილდა.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე, “რეზონანსთან” აცახდებს, რომ აფხაზების წაყვანა ფრონტის ხაზზე მასობრივად არ ხდება და ეს ნებაყოფლობითია. “ნებაყოფლობითია, მასობრივად წაყვანა არ ხდება, თუმცა, საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული, მათ შორის არის ორი ადამიანი, ორი ძმა არის დაღუპული კლასიკური ქართული გვარებით, გაწვევის ფორმა არ არის, ის ადამიანები მიდიან ვინც მოხალისეები არიან, მეორე კაეგორიაა, ისინი ვინ რუსეთის ჯარში წასულები იყვნენ თავის ნებით”, - განაცხადა არეშიძემ. როგორც აფხაზეთის ე. წ საგარეო საქმეთ მინიატრი ამბობს, აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც რუსეთის გვერდითაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”.
“დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ”, - აღნიშნა ბარციცმა. მისი თქმით, “ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და მედიკოსები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან”. ბარციცმა განაცხადა, რომ , “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ მანამდე, 6 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში, ოლეგ ბარციცს შეხვდა და მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. აღსანიშანავია, რომ ეს იყო ე.წ საგარეო საქმეთ მინისტრის პირველი ვიზიტი, მისი დანიშვნის შემდეგ. “ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში ახალ რანგში, აპრილში დანიშვნის შემდეგ. წერილობითი მილოცვის გარდა, ნება მომეცით ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ ახალ წამოწყებაში”, - განაცხადა ლავროვმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ლავროვის თქმით, ბარციცს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში იმ პერიოდში, როდესაც ის მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მან ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთი და რუსეთი ქმნიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს. “ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში” - თქვა ლავროვმა, რომლის განმარტებით რუსეთი ახდენს “ აფხაზეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის კოორდინაციას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამის საპასუხოდ კი ბარციცმა აღნიშნა,რომ რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობა „გლობალური და ყოვლისმომცველია. “ურთიერთქმედების ძალიან მაღალი დონე, ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის უკვე ორი სრულფასოვანი შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ასეთი დონე დამატებით იმპულსს აძლევს ჩვენს ურთიერთობებს და ქმნის პირობებს აფხაზეთის რესპუბლიკის მდგრადი განვითარებისთვის. დღეს ამას დამატებითი იმპულსი მიეცა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ინტენსიური ხდება პროცესები თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში”, - თქვა ბარციცმა. მამუკა არეშიძის თქმით აფხაზები ფრონტის ხაზზე მასობრივად არ მიჰყავთ და წასვლა ნებაყოფლობითია”, - დასძენს გამოცემა. “მასობრივი წაყვანა არ ხდება, თუმცა ბევრია დაღუპული, მათ შორის ორის ძმაა დაღუპული ქართული გვარით. გაწვევის ფორმა არ არის , მიდიან მოხალისეები”, - ამბობს არეშიძე, რომლის თქმით “მეორე კატეგორიაა, ვინც რუსეთის ჯარში იყვნენ ნებით”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს
- "ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
- ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც უნიკალური ჯანმრთელობა აქვს
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია