ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდელის დაკავებას არ გამორიცხავენ
“ვინ დგას გავრცელებული ფარული ფაილების უკან - პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ან მისი გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
გახარიას თანაგუნდელები ფარული ჩანაწერების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციით კი რუსულმა კომპანია “ბილაინმა” ქართული ფილიალიდან აბონენტების სრული სია გახარიას პარტიას გადასცა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდელის დაკავებას არ გამორიცხავენ.
“რუსულმა კომპანიამ, “ბილაინმა”, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეესბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?..”,- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე. პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ბექა ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ მათ პარტიაზე და ლიდერზე გიორგი გახარიაზე “ოცნებამაც” და “ნაციოანლებმაც” ერთობლივი თავდასხმა განახორციელეს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ისინი სწორ გზას ადგანან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. მესმის, რომ არის ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნებაში” ვიყავით, საკმარისი რეფორმების გზით ფუნდამენტი შეგვექმნა იმისთვის, რომ მსგავსი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო და შესაბამისად, პოლიტიკური ანგარიშსწორების ასეთი ფორმები არ ყოფილიყო გამოყენებული”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ - ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა”, - განაგრძობს გამოცემა.
“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ოცნებამ” და “ნაციონალებმა” ჩვენზე ერთობილვი თავდასხმა განახორციელეს. ეს კი იმის ნიშანია, რომ სწორ გზას ვადგავართ”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. “მოსმენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა”, - დასძენს გამოცემა.
“ყველამ კარგად ვიცით, რომ 9 წლის მანძილზე არავის არ ეკითხებიან ან პრემიერი ვინ იქნება ან სუს-ის უფროსი. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და პრემიერ-მინისტრი ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს დ იწერს მოქალაქეების უზარმაზარ არმიას. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის. ამ რეჟიმის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ამ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც უკვე წლების მანძილზე უპირისპირდება ამ ბოროტების რეჟიმს, რომლის ჭანჭიკიც იყო გახარია - ჩემი აზრით, საკუთარი პოლიტიკური გუნდით და შემადგენლობით”, - განაცხადა სამადაშვილმა. ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და ამ მიზნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ოპოზიციონერი დეპუტატთა ხელმოწერების შესაგროვებლად, მათთან კონსულტაციებს იწყებს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ამასთან, ფრაქციის მოთხოვნაა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გამოცხადება და მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. “ეს ინფორმაცია პირუთვნელ გამოძიებას მოითხოვს. შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს”, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ. მან მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმშია, პლენარული სხდომის მოწვევას დეპუტატთა სიითი შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი