"მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, მკვეთრად დაკარგა წონა და ვერ იღებს საკვებს"
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, "ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა".
როგორც მან კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა შეძლოს.
უფლებადაცველი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ კლინიკაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი დაუშვან, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ.
"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან მითხრა სრულიად წოლით რეჟიმზეა, მეც მწოლიარე დამხვდა. არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები და ანალიზების პასუხი.
როგორც ადვოკატისთვის, ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაშია, ჯანმრთელობის მდგომარეობის პოზიტიური ძვრები გაუმჯობესებისკენ არ შეიმჩნევა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას, მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო კუთხით, უნდა შეაფასონ რამდენად ეფექტურია მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია, რომ მან სასამართლო პროცესებზე შეძლოს მონაწილეობა. ის ვერ გადაადგილდება, ძალიან სუსტად არის, კუნთების განლევა აქვს. მისი თქმით, მან მკვეთრად დაკარგა წონა, ვერ იღებს საკვებს, მხოლოდ სითხეებს. სავარაუდოდ, სამედიცინო მაჩვენებელი გაუარესებული იქნება",- აღნიშნავს თუთბერიძე.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა