„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა, შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა“
„ჩვეულებრივი ჩონჩხია, აქვს სიცხე და წნევა“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და როდის შეძლებენ ისინი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.
ამასთან, ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.
„სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები, უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს.
მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზედაც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- " უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს" - ოთარ ფარცხალაძე
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- "თუ ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ ქალბატონო იზა, მომწერეთ რა...." - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს
