"წლების განმავლობაში აშშ-ის საელჩოდან მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა ესა და ეს მოსამართლე და გადაწყვეტილება"
პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ამის მტკიცებულებები აქვს და როცა საჭიროდ ჩათვლის, წარუდგენს საზოგადოებას.
„პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ნახავს, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან.
ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ მომხდარიყო არაჯანსაღი სიტუაცია. ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, ცდილობდა, გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მათი მხიარულება ისმის, რომ სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი, ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, აქ, სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მეეჭვება, ეს მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში“, – განაცხადა მურუსიძემ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი