"ბავშვებს შრომას აიძულებდნენ“ - პოლიციამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და მათ შრომას აიძულებდნენ.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ბავშვებს აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. ხოლო მიღებულ თანხას თავად მოიხმარდნენ.
„თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ“, - წერს შსს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
