"თავის ქალა აქვთ ჩატეხილი პოლიციელებს, ვინმეს მოუკითხავს რა მოუვიდათ?" - ვახტანგ გომელაური
თავის ქალა აქვთ ჩატეხილი პოლიციელებს , ვინმეს მოუკითხავს რა მოუვიდათ? ან დამწვრები. პირიქით - გავათავისუფლოთ ვინც ცეცხლი წაუკიდა და დაწვა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციელების მისამართით მხოლოდ ერთი ადამიანი არ ისროდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს, იყვნენ სხვა პირებიც და მათი ვინაობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
„უამრავი მოწოდება იყო, არამარტო ტელევიზიით, სულ ჩართული იყო, „გთხოვთ გაათავისუფლოთ, გაჩერდეთ“, თავის ქალა აქვთ ჩატეხილი პოლიციელებს, ვინმეს მოუკითხავს რა მოუვიდათ? ან დამწვრები. პირიქით - გავათავისუფლოთ ვინც ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. თუმცა იქ ერთი არ ისროდა, რამდენიმე ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს, გამოძიება მიმდინარეობს, რომ დავადგინოთ მათი ვინაობაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მათ, ასევე, ისაუბრა 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ლაზარე გრიგორიადისის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი საქმის ირგვლივ პოლიციას მყარი მტკიცებულებები გააჩნია.
„მყარი მტკიცებულებები არსებობს, შეგიძლიათ ადვოკატს უთხრათ და ანახოთ რა მტკიცებულებებიც გვაქვს - ეს ადამიანი ისროდა, თუ არა. აქვე მინდა გაგახსენოთ, გამოსვლები, თითქოს ისინი ვინც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, იყვნენ მოგზავნილები, სუს-ის აგენტები, პოლიციის აგენტები,
თუმცა როცა დავაკავეთ, მერე აღმოჩნდა, რომ "ეს ადამიანი უნდა განთავისუფლდეს, ეს წესიერი ბავშვია, არის ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი მომავალია". ტყვიები საერთოდ არ გვისვრია, თუ არის ვიდეოები, არის გამოძიება და დაველოდოთ უწყებებს, ძალიან ბევრი უწყებაა, პროკურატურა, სახელმწიფო ინსპექტორი, სახალხო დამცველი, ყველას შეუძლია მოიკვლიოს და ნახოს... ჩვენ ხელი არ დაგვიფარებია არავისთვის, თუ დააშავა ვინმემ მიზანმიმართულად, ყველა პასუხს აგებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე