ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს
აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.
როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ იქ რეებს მიქარავენ,“ - აცხადებს ფერაძე.
ცნობისთვის, აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
