ადვოკატის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის(პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით მოხდა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს გამოვიდა.
დეკანოზს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
- "თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად"
- "ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
