აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
იმავე საღამოს, პროპაგანდისტულ მედიებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს გურამ ადამია, რომელსაც ორმაგი, საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეობა აქვს, საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა.
სოხუმიდან დევნილ გურამ ადამიას მოლდოველი დედა ჰყავს, ის 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და არც ახლა აპირებს საცხოვრებლად სხვაგან წასვლას.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
