პრეზიდენტის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.
„სასამართლოს კანცელარია 19:00 საათზე იკეტება. დღეს, სამუშაო დღის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, კანცელარიაში შემოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. უფლებამოსილი პირი მას სამი დღის ვადაში გადაამოწმებს, შემდეგ დაარეგისტრირებს, ბოლოს კი სასამართლოს პლენუმი განიხილავს“ , - გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი კანონთან დაკავშირებით უკვე მზად არის და მას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.
სიახლეები
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი
- უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა
- "საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები" - ადვოკატი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს