"არცერთი სხვა შედეგი არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა" - სააკაშვილი
ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი იმართება.
სააკაშვილის თქმით, არცერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა.
„მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ, ასობით ათასი ადამიანი უნდა მოვემზადოთ დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის, მშვიდობიანად. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის ვერ დადგება რამდენიმე ათასი რობოკოპი, მილიონები ვართ. მზად უნდა ვიყოთ საკუთარი თავის დაცვისთვის და მზად უნდა ვიყოთ, რათა გამარჯვება ვიზეიმოთ.
დააკვირდით, როგორი შეშინებული არიან. მათ ეშინიათ ძალაუფლების და ფული დაკარგვის. ჩვენც გვეშინია, ჩვენ გვეშინია ჩვენი ქვეყნის დაკარგვის, ახლობლების დაკარგვის, რომლებიც მიდიან უცხოეთში. ჩვენი შიში მათ შიშს დაამარცხებს, რადგან ჩვენი შიში გვიბიძგებს ბრძოლისკენ, ხელის განძრევისკენ, იმისკენ, რომ ქართველები არასდროს შეეგუებიან მონობას.
ჩვენ არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული. თქვენ ემზადებით ძალადობისთვის, ხალხზე თავდასხმისთვის. ჩვენ მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე. ჩვენ ვიქნებით იქამდე, ვიდრე თქვენ არ აღიარებთ ამ დამარცხებას. არცერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.
„ჩვენ, ყველანი ვიდგებით ერთად. ოპოზიცია ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მცდელობა, რომ დავეყავით, დავეშალეთ, ერთმანეთზე გადავეკიდეთ, არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი არის უფრო აზრზე მოსული, ვიდრე ოდესმე. საქართველოს წინ ელოდება ბრწყინვალე მომავალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
