"პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე" - თეიმურაზ კუპატაძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე
აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მედიას ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ვმუშაობთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე“, - განაცხადა კუპატაძემ.
კითხვაზე, იცის თუ არა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, კუპატაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
„ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დღეს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"
