"ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო.

ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის ძებ­ნა გუ­შინ დი­ლი­დან და­ი­წყეს, მას შემ­დეგ, რაც ის სკო­ლა­ში არ გა­მო­ცხად­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.


გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ელე­ნე ჯან­ჯღა­ვაა.


"ელე­ნე ჩვე­ნი კო­ლე­გა და კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო. არც ჩვენ ვი­ცით არა­ფე­რი მომ­ხდარ­ზე. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მე მო­წყე­ნი­ლი ელე­ნე არას­დროს მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გოგო იყო. ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფალ სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და და პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე რომ არ მო­ვი­და, და­ი­წყეს ძებ­ნა. რად­გან არას­დროს არ მოქ­ცე­უ­ლა ისე, რომ არ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცია საქ­მის კურ­სში. წავ­კის­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნა ჰყავ­და და და­დი­ო­და თა­ვი­სი მან­ქა­ნით სკო­ლა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის შემ­დეგ, უკვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი მის ძებ­ნა­ში და ყვე­ლა ცდი­ლობ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბას.

 

მერე ოჯახ­საც მი­მარ­თეს, ოჯახ­მა უპა­სუ­ხა, რომ სახ­ლი­დან ელე­ნე დი­ლის 8:00-ზე გა­ვი­და, აქ არ იყო მო­სუ­ლი და გა­სა­გე­ბი იყო, რომ ამ შუ­ა­ლედ­ში მოხ­და რა­ღაც. ყვე­ლაფ­რის დაშ­ვე­ბა შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ ეს იყო სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ. იმ­დე­ნად მხი­ა­რუ­ლი იყო, ღი­მი­ლი­ა­ნი, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, მე მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­მიძ­ლია მას­ზე ვთქვა. ალ­ბათ იმა­ვეს გე­ტყვით ჩემი კო­ლე­გე­ბიც, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და ელე­ნეს­თან. თვით­მკვლე­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია.

 

ელე­ნე თა­ვის შვი­ლებ­ზე, ოჯახ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი დედა იყო. სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულს რომ გა­მო­ხა­ტავ­და შვი­ლე­ბის მი­მართ. თა­ვი­სი ოჯა­ხის მი­მართ, მე­უღ­ლის მი­მართ, ამ ტი­პის გოგო იყო ელე­ნე, არას­დროს მე არ გა­მი­გია, არც ალ­ბათ ირ­გვლივ არა­ვის, რომ მას ჰქო­ნო­და რა­ი­მე სირ­თუ­ლე. ჩვენ­თვის არის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შოკი" - გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წაკითხვა 162 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.