შსს-მ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და კიდევ ერთი პირი დააკავა
მარნეულის 69-ე უბანზე, ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – როვშან ისკანდაროვი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავა.
“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, როვშან ისკანდაროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრა: ,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ. ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”, – დაწერა ისკანდაროვმა.
უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
