"დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს" - რუსული მედია
რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.
„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული.
2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ ბრალდებულის სტატუსით რჩება ცხინვალის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციაში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით, კეზერაშვილს რუსეთში ბრალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილი „ომის დანაშაულების საქმეზე წაუყენეს“.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
