შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ერთი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი ისაკო დევაძეა, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც დღეს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
განყოფილებაშია გადაყვანილი ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი, რომლის ბინაშიც პოლიციამ დღეს ასევე ჩაატარა ჩხრეკა.
ამასთან, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთ დამფუძნებელ ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის სახლში, სადაც დღეს ჩხრეკა ჩატარდა.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
