„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა
83 ხმით, ერთხმად - პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.
დღეიდან, სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ კომისიაში სწორედ ოპოზიციის სტატუსით ჩართვას “ხალხის ძალა“ აპირებს. ასევე, ოპოზიციის სახელით იქმნება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპელი სოციალისტები“, რომლებიც სავარაუდოდ, აღნიშნულ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”