4000 ლარით დააჯარიმეს ვახო სანაია Facebook-პოსტის გამო
ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვახო სანაია 4000 ლარით დააჯარიმეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
„ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია. მილიონიც რომ მქონდეს, ჩემი ნებით ერთ თეთრსაც არასოდეს გადმოგირიცხავთ. თქვენ როგორ ამოიღებთ, თქვენი ნებაა. ასე რომ, შეგიძლიათ, მიაწეროთ რამდენი ნულიც გინდათ. ჩემი ანგარიშიც ფეხებზე მკიდია. და საერთოდაც, რაც გინდათ, ის გიქნიათ“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დაჯარიმების გადაწყვეტილებას.
სავარაუდოდ, მას ჯარიმა გამოუწერეს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ თეა წულუკიანისთვის „მონის“ დაძახების გამო.
6 ივნისს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მას სახელები და გვარები არ დაუკონკრეტებია.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა:
- ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;
- ვახო სანაია - ჟურნალისტი;
- ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;
- დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;
- ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
- მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;
- თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
- ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
- ანა სუბელიანი - აქტივისტი;
- ბაია პატარაია - აქტივისტი;
- დავით ქაცარავა - აქტივისტი;
- გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;
- ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;
- ირაკლი გვალია - აქტივისტი;
- მარიამ გეგუჩაძე - აქტივისტი;
- გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;
- გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.
სიახლეები
- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
- “ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ” - გია ვოლსკი
- “თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა” - ირანის პრეზიდენტი
- “მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის