"ავტომობილით გადაადგილებისას საპირისპირო ზოლში გადავიდა, მეორე ავტომობილს შეეჯახა და..." - თბილისში მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია 2 პირი: დანაშაულის დეტალები
თბილისში მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, მძღოლთან სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ავტომობილის მეორე მგზავრმა, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეორე ავტომობილის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს, 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა, ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ლ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- სამხრეთ კორეაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია
- “მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა” - სააკაშვილი გუშინდელ აქციაზე
- “ფაქტია, რომ „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს; ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ” – პაპუაშვილი
- ”დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს” – არჩილ გორდულაძე
- “მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა” - Figaro