სარფში მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომანქანაში დამალული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 89. 03 გრამი) და არადეკლარირებული თანხა (85 350 რუსული რუბლი და 20 750 ევრო) გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ 15223.24 ლარი შეადგინა, ხოლო არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 66 502 ლარი.
აღნიშნული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სიახლეები
- ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
- ,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული – ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა"- გიორგი ვოლსკი
- ,,თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია"- დონალდ ტრამპი
- ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
