ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 12-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის” უკანონო რეალიზაცია.
მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება “მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
