პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულადდაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
მისი განმარტებით, მოცემული მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ რადგან მუსელიანცი წარსულში ნასამართლევი იყო, ამის გათვალისწინებით მინიმუმ ვადას ერთი წელი დაუმატა და ბრალდებულს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.
სიახლეები
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- „დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“- მიხეილ სარჯველაძე
- „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება
- ,,ახლა ბლაჟევიჩი ატრენინგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ"- ლევან მაჭავარიანი
