პოლიციამ გურიაში 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავა
პოლიციამ გურიაში 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს”,- ნათქვამია გამოძიების ინფორმაციაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
