ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კერძოდ, ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძილაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2,6-2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და ცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
