საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე, სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეომასალა, ასევე გაიზიარა ყველა ის პრეტენზია და სამართლებრივი არგუმენტი, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება”, – განაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
