ადვოკატის ცნობით, სუს-ი პაატა ბურჭულაძესთან მივიდა რუსთავის ციხეში გამოსაკითხად
ადვოკატი შოთა თუთბერიძის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის გამოსაკითხად.
ადვოკატის თქმით, ამ წუთებში თავადაც მიდის რუსთავის ციხეში.
სუს-მა განაცხადა, რომ სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში იმყოფებიან პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვის მიზნით.
ისინი იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული სუს-ში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ პოსტი მან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.
სუსმა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით), რომელთა გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.
სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.
სიახლეები
- ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს
- ,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში"- ზვიად შალამბერიძე
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
