პაატა ბურჭულაძეს და 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს აეკრძალათ პაემნები, წერილები და ციხიდან ზარები
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ავრცელებს ინფორმაციას 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის დაკავებული წევრებისთვის პენიტენციური სისტემის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
შოთა თუთბერიძის თქმით, პაატა ბურჭულაძეს პარასკევს, 10 ოქტომბერს შეუზღუდეს სააპტიმროდან სატელეფონო ზარები და წერილის გამოგზავნა, ასევე პაემნები ოჯახის წევრებთან. მისი თქმით, შეზღუდვა ორი თვით არის დაწესებული და ჯერ გადაწყვეტილება დოკუმენტის სახით არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დასაბუთებაზე საუბარი არ შეუძლია. დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ თუთბერიძე მის გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა აქვს მოლოდინი რომ დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის ნაცვლად, ორი თვის გასვლის შემდეგ გაუგრძელებენ.
როგორც თუთბერიძე ამბობს, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია სხვა დაკავებულებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ, თუმცა იცის, რომ საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებზეც ანალოგიური შეზღუდვები ვრცელდება.
საპატიმრო დაწესებულებიდან წერილების გაგზავნა, დარეკვა და ციხეში ოჯახის წევრების ნახვა შეზღუდული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ლევან ხაბეიშვილსაც, რომელიც 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაშვილი, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს და მათ გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ამ დრომდე დაკავებულია სულ 45 ადამიანი.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
