პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957 წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.; ასევე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს დაბადებული რ.ა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ისრაელის ავიაიერიშმა ხან იუნისში პალესტინელების ბანაკი დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია
- ,,წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე"- გურამ მაჭარაშვილი
- 4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა
- რას გულისხმობს ფაკულტეტების შემცირების პრინციპი, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – მინისტრის განმარტება
- ,,ევრობიუროკრატები და უცხოური ძალები საქართველოს არ პატიობენ იმას, რომ შევძელით და თავი ავარიდეთ ომს, ტრადიციების უარყოფას და ეროვნულობა შევინარჩუნეთ"- გურამ მაჭარაშვილი
