საქართველოში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დაააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის და ნეპალის – ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
