საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი, სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კლეფედრონი“, „მდმა“, „მეფედრონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას - თბილისის მერიის პრესსამსახური
- მთავრობა უსამძიმრებს ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს
- დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
- ირანის ხელისუფლების მხარდამჭერებმა პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს
- ,,ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან'' - ხატია დეკანოიძე
