"მეც ამას გავაკეთებდი და შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს"- ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მათ შორის კითხვა ეხებოდა პანკისში განვითარებულ მოვლენებს. გომელაურის თქმით, სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ.



„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი, ამის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ - თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა,  პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. მე ეს განვაცხადე და არა ის რომ, ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა, ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე ეს შეცდომაა. მე არ ვიტყვი რომ ეს შსს-ს შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. ასევე, იმ კომპანიასაც რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა, თუმცა, როდესაც შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს,  რა თქმა უნდა, პოლიცია უდნა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წაკითხვა 764 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.