November 21, 2024

"ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი

 

„ვაჟა სირაძე იმიტომ გამოვიდა ფორმით პირველად, რომ რიგითი პოლიციელების ხალხის მხარეზე გადასვლის ძალიან ეშინიათ. რაც მეტი ზეწოლა იქნება ხალხის მხრიდან, მით მეტად გაიზრდება პოლიციის მიერ უკანონო მთავრობის ბრძანების არშესრულების შესაძლებლობა.

ასევე, მინდა, მოვუწოდო მედიას, ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და არჩევნებში დამარცხებულ „მთავრობას“ მთავრობას. ისინი არიან თვითმარქვია პრემიერი და თვითმარქვია მთავრობა. ასე ეძახიან მადუროს და ლუკაშენკოს მსოფლიოში. ჩვენც თუ შემოვიტანთ ამ ტერმინებს, სულ მცირე, ევროპული ქვეყნები აიტაცებენ.

ჩვენ ხომ ასე ვეძახით აფხაზი სეპარატისტების საოკუპაციო რეჟიმს „თვითმარქვია პრეზიდენტს“ და „თვითმარქვია მთავრობას“, ასევე უნდა მივუდგეთ თბილისის რუსულ რეჟიმს.

მე ასევე ძალიან მომწონს სახალხო მთავრობის და სახალხო პარლამენტის იდეა.

ნიშანდობლივია, რომ პროტესტს გაუჩნდა თავისი საკუთარი სიმბოლო – გაყალბების შავი ლაქა. ყველა წარმატებულ მოძრაობას სჭირდება თავისი სიმბოლო.

პირდაპირი პარალელი არაა, მაგრამ ვარდების რევოლუციის სიმბოლო იყო ხუთჯვრიანი დროშა, რომელსაც აქტიურად ებრძოდა შევარდნაძის ხელისუფლება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა აქციების გაგრძელება, პარლამენტის დელეგიტიმაცია, „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა საპატიო თავმჯდომარედ“.

 

წაკითხვა 62 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.