"ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მთავარია, რომ მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გამოვიდეთ „აპათიური, ნიჰილისტური და ყველასადმი კრიტიკული მდგომარეობიდან“.
რაც შეეხება პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტთან, აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება.
„[აქციები] უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება[პარლამენტთან]. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევლენ პარლამენტში და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ შევლენ და შევეგუოთ, რომ შევლენ და ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
