"კაწროს" გამოკითხვა დასრულდა - რა უთხრა მან გამოძიებას
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.
ადვოკატის თქმით, ბილანიშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებულ კადრებში ის არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ავთანდილ ბილანშვილს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებს.
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქოებრივი ვალი, მედიის მიერ გავრცელებული იმ ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, ის გამოცხადდა სამინისტროში, გამოძიებას წარუდგინა ყველა მტკიცებულება - ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, არამედ იმყოფებოდა თაავის უბანში, ის დროის იმ მონაკვეთში საერთოდ არ გასულა უბნიდან...
ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა" - განაცხადა ადვოკატმა.
თავად ბილანიშვილმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
