სხეულზე არსებული დაზიანებები „სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“ - ექსპერტიზის დასკვნა
ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“.
როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში.
ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.
როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის სიკდვილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, რაც დასტურდება გვამიდან აღებული თირკმლის ცენტრიფუგატში დიატომური და ფიტოპლანქტონის არსებობით და გვამის გამოკვლევის დროს ნანახი მიკრო და მაკრომორფოლოგიური სურათით.
დოკუმენტის მიხედვით, „სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო“.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
