სენაკში მიტროპოლიტ საბას სახლში 3 ნიღბიანი ყაჩაღი შეიჭრა
სენაკში ყაჩაღობა მოხდა.
სამი შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცი მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას სახლში შეიჭრა და ოჯახის წევრები თოკებით დააბეს. ამის შემდეგ ისინი ოქროულობას და თანხას ითხოვდნენ.
ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში მეუფის მოხუცი დედა, მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს დამყაჩაღებლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ.
შსს-ის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
