საშინელი ავარია ფონიჭალაში - არიან დაღუპულები
ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევას, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
